ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერი აკაკი ბობოხიძემ "ქართული
ოცნების" წარმომადგენლებს სიცრუის
ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
ამასთან დაკავშირებით ბობიხიზემ ევროპული საქართველოს
პარტიის თერჯოლის ოფისში ბრიფინგი გამართა.
ბობოხიძის ამბობს, რომ ევროპული საქართველო ტყიბულის ორგანიზაცია
მხოლოდ ერთმა წევრმა დატოვა, ხოლო ქართული ოცნება სიცრუის ტირაჟირებას
ახდენს და ინფორმაციას ავრცელებს თითქოს ვროპული საქართველოს
წარმომადგენლები ქართულ ოცნებაში გადავიდნენ.
"2 დღის წინ ქართულმა ოცნებამ დადგა მორიგი სპექტაკლი, და გაავრცელა
ინფორმაცია, თითქოს ჩვენი პარტია დატოვა 17 - მა წევრმა, რაც არის
ტყუილი. მათგან მე მხოლოდ 1 ადამიანს ვიცნობ, რომელიც იყო ტყიბულის
ორგანიზაციის აქტივისტი. თერჯოლის რაიონული ორგანიზაცია არცერთ
ადამიანს არ დაუტოვებია და დანარჩენი 16 სავარაუდოდ ქართული ოცნების
აქტივისტი იყო,"- განაცხადა ბიბოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები