იმერეთის სოფელ ზედა ვანში საცხოვრებელი სახლის კედელის ჩამოგრევამ
მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ნანგრევები მოჰყვა და ადგილზე
გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო,
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების
დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები