ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში თანამედროვე აპარატურით
აღჭურვილი
სამედიცინო ჰოსპიტალი გაიხსნა. სამედიცონო
ცენტრი ჯარისკაცებთან ერთად მათი ოჯახის წევრებსაც
მოემსახურება.
სამხედრო ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ
სამხედრო მომსამსახურეებს გაუწევს სამედიცინო დახმარებას. გიორგი
აბრამიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის მშენებლობა ოთხ მილიონ
ლარზე მეტი დაჯდა. სამხედრო ჰოსპიტალი პრემიერ-მინისტრთან ერთად
თავდაცვის მინისტრმა გახსნა. მამუკა ბახტაძის თქმით,
მსგავსი ჰოსპ
იტალი მალე წეროვანშიც
აშენდება.
მასალის გამოყენების პირობები