ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორის გიორგი ღავთაძის განმარტებით, მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მანდატის მეორედ მიღება.
"აკადემიური საბჭოს ეს არჩევანი უფრო მეტად მავალდებულებს. მადლობა ყველას, ვინც მომცა ხმა და ვინც არ მომცა. ძალიან რთული იყო ასეთი ძლიერი კონკურენციის პირობებში მოგება. მე ყველა იმ პირობას შევასრულებ, რომელიც სამოქმედო გეგმაში მქონდა წარდგენილი", - განაცხადა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გიორგი ღავთაძემ.
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევნები დღეს ჩატარდა. 19 წევრიანმა აკადემიურმა საბჭოს უმრავლესობამ (14-მა წევრმა ) ხმა გიორგი ღავთაძეს მისცა, მხოლოდ 5 ხმა მიიღო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გიორგი ონიანმა. ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა ვერცერთი ხმის მიღება ვერ შეძლო.
არჩეულ რექტორს გიორგი ღავთაძეს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ბოლო ოთხი წელია უჭირავს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები