ქუთაისის საკრებულომ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების წესი დაამტკიცა.
ქუთაისის მერიის არქიტეტურის სამსახურის უფროსის, ზაზა ჩხიკვაძის
თქმით, დოკუმენტში განაშენიანების კოეფიციენტის დაწევა მოხდა, რომელიც
ხელოვნურად იყო გაზრდილი და საქართველოს მთავრობის დადგენლებას არ
შეესაბამებოდა.
"საქართველოს მასშტაბით ქუთაისში ყველაზე მაღალი კოეფიციენტები იყო,
რომლებიც შეგნებულად იქნა გაზრდილი. ამ ახალი წესით, კოეფიციენტები
დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს და იქნება მთავრობის დადგენილების
შესაბამისი. ქუთაისი აღარ დაემგვანება ბეტონის ქალაქს", – ამბობს ზაზა
ჩხიკვაძე.
განაშენების რეგულირების წესს აუცილებელ დოკუმენტად მიიჩნევს
ოპოზიცია, თუმცა, თვლის, რომ მშენებლობებზე ნებართვის გაცემის
დროს პირადი ინტერესითა და სუბიექტური შეხედულებებით სარგებლობის
რისკი კვლავ მაღალია, ამიტომ, ყველა ასეთ ნებართვაზე კონტროლია
საჭირო.
"როცა ბიზნესს ექნება სურვილი ინვესტიცია განახორციელოს ქალაქში,
მათთვის ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო სად რისი აშენება
შეიძლება. შესაბამისად, ამ დოკუმენტით კონკრეტულ ადამიანებს აღარ
ექნებათ შესაძლებლობა თავიანთ პირად ინტერესებს მოარგონ კონკრეტული
პროექტები და დასრულდება ეს ქაოტური მშენებლობები. თუმცა, ამ
ხელისუფლების პირობებში ყველა დოკუმენტს სჭირდება ბოლომდე მიდევნება,
რომ კვლავ არ გაუჩნდეს ვინმეს სურვილი სუბიექტური განწყობების
მიხედვით რამე გადაწყიტოს", – ამბობს ქუთაისის საკრებულოში "ევროპული
საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.
რეგულირების წესის შემდეგ, საკრებულომ მიწათსარგებლობისა და
განაშენიანების გეგმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც, მერიამ
ქალაქის მთავარ დოკუმენტზე, გენერალური განვითარების გეგმაზე მუშაობა
უნდა დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები