ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას 30
ოქტომბერს დაიწყებს.
ბოლო მონაცემებით შემოსულია 45 საჩივარი. საარჩევნო კომისიაში
განმარტავენ, რომ საჩივრები პროცედურულ დარღევებს ეხება.
"არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო
გარკვეული შეხლა-შემოხლა და პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს
საარჩევნო პროცესების თანმდევია," - ამბობს ქუთაისის საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
2018 წლის 28 ოქტომბრის აარჩევნებში ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156
051 ამომრჩეველი. მასში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები