ამ წუთებში ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის ასარჩევად აკადემიური საბჭო კანდიდატებისგან სამოქმედო გეგმას ეცნობა.
ერთ-ერთი კანდიდატი, ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი საბჭოს წინაშე skype-ით წარსდგა და მათ სასწავლებლის განვითარების საკუთარი ხედვა და გეგმები გააცო. დიმიტრი კოპალიანი ამ დროისთვის ამერიკაში იმყოფება.
19 კაციანი აკედემიური საბჭოს წინაშე საკუთარი გეგმის პრეზენტაცია კიდევ ერთმა კანდიდატმა, უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გიორგი ონიანმაც წარმოადგინა.
ამ დროისთვის უნივერსიტეტის მომავალი 4 წლის განვითრების გეგმას საბჭოს მესამე კანდიდატი, სასწვალებლის მოქმედი რექტორი, გიორგი ღავთაძე აცნობს.
გეგმების წარდგენის შემდეგ უნივერსიტეტის ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს.
უნივერსიტეტში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს აკადემიური საბჭოს წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები