ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო მერისა და მრჩევლების გარეშე
FaceBook
ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს 21 კაციანი შემადგენლობა მესამე სხდომაა ქვორუმის შევსებას ვერ ახერხებს.
საბჭოს საქმიანობით, რომელიც ძირითადად, ქალაქის საჭიროებებზე მსჯელობასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას გულისხმობს, თავად საბჭოს წევრების გარკვეული ნაწილი არ ინტერესდება.

ბოლო სხდომას არ დასწრებია არც ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია.

არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე ჩატარებული ექვსი სხდომიდან არც ერთს არ დასწრებია.

ქვორუმის არარსებობის გამო, რაც სხდომაზე მინიმუმ 14– წევრის დასწრებას გულისხმობს, საბჭომ უკვე მეორედ გადადო ქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგიის განხილვა.

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანი, ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ წევრები ზოგჯერ არდასწრების მიზეზსაც არ ატყობინებენ საბჭოს. მათი თანხმობის გარეშე კი საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ ხდება.

იმის გამო, რომ საბჭო საჭირო რაოდენობით შეკრებას ვერ ახერხებს, შესაძლოა,  საბჭოს დებულება შეიცვალოს და საკითხის გადასაწყვეტად,  სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის თანხმობა იყოს საკმარისი.

ამ რეკომენდაციით საბჭომ ქალაქის მერს უკვე მიმართა.

"სამწუხაროდ, უკვე მეორეჯერ, ჩვენ ვერ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიც არის გარემოსდაცვითი სტრატეგია, რადგან წესდებით გათვალისწინებული 2/3 ქვორუმი არ იყო. ამ მხრივ შევთანხმდით წევრები, რომ უნდა განხორციელდეს დებულებაში ცვლილება და სიით უმრავლესობით მოხდეს ქმედითუნარიანობის ცნობა და მეორე – დავაყენოთ იმ წევრთა საბჭოდან გასვლის საკითხი, რომლებიც არცერთ (უკვე მე-6 სხდომას) არ დასწრებიან, რადგან ეს აფერხებს საბჭოს მუშაობას და უშლის ხელს დაგეგმილი გრაფიკით განახორციელოს მისი ვალდებულებები",–ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.

ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ერთ–ერთია, ვინც საბჭოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია.  ამბობს, რომ იგი დაგვიანებით აირჩიეს და მხოლოდ რამდენიმე სხდომა გამოტოვა.

"ორი ან სამი სხდომა ჩატარდა მას შემდეგ, რაც მე ამირჩიეს. ძირითადად, საზღვარგარეთ ვარ და ამიტომ ვერ ვახერხებ სხდომეზე დასწრებას. საბჭოში იმიტომ ვარ, რომ როცა ჩემს ქალაქს ვჭირდები, მზად ვარ გამოვადგე" ,–ამბობს ამბერკი დვალიშვილი.

ამბერკი დვალიშვილი ამბობს, რომ საბჭოში პირადად მერის რეკომენდაციით მოხვდა. ნაწილმა საბჭოს წევრობის სურვილი თავად გამოთქვა. 21 კაციან შემადგენლობაში ძირითადად, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. საბჭო თავისი სურვილით უკვე დატოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ოკრიბელაშვილმა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სხვა წევრით უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც ირკვევა, საბჭოს წევრთა ნაწილის მსგავსად, ატქიურობით არც მოქალაქეები გამოირჩევიან, რომლებმაც მერის ინიციატივის ფარგლებში, საბჭოში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ 28 იდეა წარადგინეს. რიგით მეექვსე სხდომაზე, საკუთარი ინიციატივის  წარსადგენად მხოლოდ 13 იდეის ავტორი მივიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.