ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის
ოჯახმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენი
უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
მერკვილძის ადვოკატები ახლა სარჩელის წარმოებაში მიღებას
ელოდებიან.
"ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო დასაშვებად ცნობს ჩვენს სარჩელს და
დაიწყება განხილვის პროცესი. ირაკლი მერკვილაძე უნდა გამართლდეს,
რადგან მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ის არის
მართალი და ვფიქრობ, სახელმწიფო ამას გაითვალისწინებს", – ამბობს
ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი.
მერკვილაძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი
განაჩენი მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ
ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,
მას ორწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
N2 ახალი სამშობიაროს მთავარ ექიმს პაციენტის სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით მოსპობა ედება ბრალად. საქმე ეხება ხუთი წლის წინ,
22 წლის ვიოლეტა მატინოვასთვის ჩატარებულ საკეისრო კვეთას, რის
შემდეგაც მატინოვა გარდაიცვალა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ირაკლი მერკვილაძემ პაციენტს სათანადოდ არ
უმკურნალა.
ამავე თემაზე:
„ექსპერტიზის
დასკვნაში ბევრი წინააღმდეგობაა“ - ირაკლი მერკვილაძის პროცესი
სააპელაციო სასამართლოში
ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს
აანონსებენ
ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო
სასამართლოში გაასაჩივრეს
ირაკლი მერკვილაძის
ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
გაასაჩივრებს
საკეისრო
კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული
ექიმი
ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები
აპროტესტებენ
მასალის გამოყენების პირობები