ახალი ამბები
საჩხერეში „ფინკა ბანკმა“ განახლებული სერვის ცენტრი გახსნა ®
FaceBook
იმერეთის რეგიონის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ „ფინკა ბანკის“ საჩხერის განახლებულ სერვის ცენტრსაც ესტუმრონ.

11 ოქტომბერს, ფინკა ბანკმა საჩხერეში, აღმაშენებლის #5-ში, განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დაგხვდებათ.

გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასმიანოვნო გარემოს შექმნა.

სერვის ცენტრის გახსნაზე ფინკა ბანკის რეგიონალურ ოპერაციათა მენეჯერმა ხათუნა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ფინკა ბანკი უკვე 14 წელია საჩხერეშია და ეს ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ეს რეგიონი. „მოხარულები ვართ, რომ დღეიდან საჩხერეში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით და სრულ საბანკო მომსახურებას გავუწევთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე. ფინკა ბანკში სერვის ცენტრების განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება“.



განახლებული სერვის ცენტრის გახსნას მეწარმეებთან და ფერმერებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის თქმით, საჩხერეში თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრის გახსნა არის დამატებითი შესაძლებლობა ფერმერებისთვის და ყველა ადგილობრივისთვის, რომ ისარგებლონ მათზე მორგებული სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით და სერვისებით, „მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკი აგრძელებს აქტიურობას ჩვენს რეგიონში, განახლებული სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის მცირე მეწარმეებს და ფერმერებს განვითარებაში, ასევე დასაქმებას“.

საჩხერის სერვის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუების წარმომადგენლები და ფინკა ბანკის მომხმარებლები. მცირე მეწარმე ვეფხია კილაძე, რომელმაც „ფინკა ბანკის“ დახმარებით ცდილობს მისი საქმიანობის გაფართოებას, აღნიშნავს: „ყოველთვის ვგრძნობ ფინკა ბანკის მხარდაჭერას, როცა მოვდივარ, ყოველთვის ცდილობენ ჩემ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შემომთავაზონ, სწრაფად მემსახურებიან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.

ფინკა საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, მრავალი წელია მომხარებლებს სრულ საბანკო პროდუქტებს და სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადების გადახდა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტის გახსნა და სხვა.

წელს ბანკის საიუბილეო წელია. „ფინკა ბანკი“ 20 წელია საქართველოს ბაზარზეა და მცირე მეწარმეებს და ფერმერებს საფინანსო მომსახურებას უწევს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ბანკი მომხმარებელს სიახლეებსა და საინტერესო შეთავაზებებს ჰპირდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.