თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას მოსახლეობა წყალს
ითხოვს.
მოსახლეობა ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის წყალს ან მდინარე
ძევრულადან იღებენ ან წვიმას ელოდებიან. სასმელი წყალი კი რამდენიმე
კილომეტრიდან მოაქვთ.
"38 წელია სოფელს ეს პრობლემა აქვს. ხალხი ვერ იბანს, წვიმას ელოდება
დასაბანად. ამხელა სოფელია, წყლის გარეშე როგორ შეიძლება იცხოვროს
ადამიანმა,"- აცხადებს მოსახლეობა.
თერჯოლის მერის წარმომადგენელი სოფელ სიქთარვაში თამაზ ბარბაქაძე
ამბობს, რომ სამუშაოები დაწყებულია და მოსახლეობას წყლის
პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ ექნება.
მასალის გამოყენების პირობები