ქუთაისის სპორტის სასახლესთან ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების:
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის ბიუსტები გაიხსნა.
ქორქია და საკანდელიძე პირველი ქართველი კალათბურთელები იყვნენ, ვინც
1972 წელს, მიუნხენში, საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების
სახელით ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვეს.
თბილისის "დინამოს" ორივე კალათბურთელი გამოირჩეოდა სისწრაფითა და
მაღალი ოსტატობით. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ.
ქუთაისის სპორტის სასახლე სწორედ მათი სახელობისაა.
ოლიმპიური ჩემპიონების ბიუსტების გახსნა ქართული სპორტისა და
ოლიმპიზმის დღეს დაამთხვიეს.
მასალის გამოყენების პირობები