ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად მერიის შენობასთან კახა
მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვდერა
სურთ, რასაც ვერ ახრეხებენ, რადგან თავად მერს მოშიმშილეები
კაბინეტში არ უშვებენ.
მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მერის კაბინეტის წინ მსხდომ
მოშიმშილეებთანაც მივიდნენ და სთხოვეს, კახა მახათაძისთვის კაბინეტში
შესვლის უფლება მიეცათ, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.
კონტრაქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ
ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ
შეუშლის.
ზესტაფონის მერიაში პროცესებს
მართულს უწოდებენ. მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი, ეკა დუგლაძე ამბობს, რომ მოშიმშილეების
უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი წლიდან
ზესტაფონის მერიაში ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ და რომ მათ უკან
კონკრეტული ადამიანები დგანან.
"არის ვიღაც, ვისაც არ აწყობს ზესტაფონში დალაგებული სიტუაცია. ეს
ადამიანები თავიდანვე კახას მოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და ეს
პროცესები თავიდან ბოლომდე არის მართული. ერთ კვირაზე მეტია
პარალიზებულია მერიის მისაღები, ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ
ვიყენებთ ბეჭედს, პროცესები სრულად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. დღე
და ღამე აქ არიან, ფაქტობრივად უმართავია სიტუაცია მერიის შენობაში",
- ამბობს ეკა დუგლაძე.
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 18
სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა იმჯდომარე
აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობასი შევიდნენ და მერის
მისაღები დაიკავეს.
მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში
ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებენ.
ამავე
თემაზე:
,,დაისაჯოს კანონდამრღვევი
კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში
,,დაისაჯოს
კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის
მერიაში
"თანამდებობიდან
გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე
ზესტაფონში
"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ
ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ
მასალის გამოყენების პირობები