იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე წარადგინა.
ჭიჭინაძე 2013 წლის თებერვალში ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებლ მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს. მის ძირითად საქმიანობაში პარტიის საორგანიზაციო და ასევე რეგიონული საკითხების მოგვარება შედიოდა.
იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა. თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მეფარიშვილის განცხადებით, მან თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე მიმართა.
როგორც იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურში განმარტვენ, ახალ გუბერნატორს ქუთაისში სასვარაუდოდ ხვალ ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები