ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის ტერიტორია სახეშეცვლილად
გამოიყურება.
დღეს ვეღარ ნახავთ სკოლის სახურავზე არსებულ გუმბათს. ასევე, აღარ
არსებობს რკინის მოაჯირი და შესასვლელი ჭიშკარი.
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის შენობაში წინა საუკუნეში
სხვადასხვა უწყება იყო განთავსებული. თუმცა, შენობა თავის დროზე
სასწავლო დანიშნულებისთვის აშენდა.
პირველად იქ წმინდა ნინოს სასწავლებლი ფუნქციონირებდა, რომელსაც ქალთა
გიმნაზიას უწოდებდნენ. გიმნაზიის შემდეგ კი, შენობის ნაწილი სამთო
სამშენებლო ტექნიკუმმა, ხოლო ნაწილი საქნახშირმა დაიკავა.
წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავ" ავტორი ზურაბ ჯავახაძე იხსენებს, რომ
ტყიბულის საქნახშირის სამმართველოს შენაბა 80-იან წლებში გადაეცა.
რომლის გაუქმების შემდეგ განთავსდა იქ ქალაქის მესამე საჯარო სკოლა,
რომელიც მანამდე წერეთლის ქუჩაზე, ამჟამინდელი ქუთაისის უნივერსიტეტის
შენობაში ფუნქციონირებდა.
მასალის გამოყენების პირობები