საჩხერის მუნიციპალიტეტში, 11 კილომეტრიანი გზა, რომელიც 2018
წლის ბოლომდე უნდა მოეწყოს, ერთმანეთს შემდეგ სოფლებს: ხვანი,
ლიჩი, ღოდორა, ტმანი, ვაკისა, გორიჯვარს აკავშირებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის
ფარგლებში გზის მთელ სიგრძეზე მოეწყობა რკინა-ბეტონის
კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, ლითონისა და რკინა-ბეტონის
წყალგამტარი მილები.
"პროექტის დასრულების შემდეგ კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის,
დაახლოებით, 600 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს
გადაადგილებას,"- განმარტავენ საქართველოს მუნიციპალური განვითარების
ფონდში.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და
მისი ღირებულება 4 მილიონ 200 ათასი ლარია.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის განმატებით, პროექტი
მუნიციპალიტეტისთვის ძალინ მნიშვნელოვანია.
"ეს არამხოოდ სოფლის გზებს გააუმჯობესებს, არამდე
დამაკავშირებელი იქნება ხარაგაულის მუნიციპალიტეტთანაც," - ამბობს
ფალავანდიშვილი.
საჩხერის სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია გ და კ
"ტექნოლოგი" ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები