დასავლეთ საქართველოში თბილი და მზიანი ამინდები 5 სექტემბრამდე
შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთში ტემპერატურა 34
გრადუსამდე გათბება, 5 სექტემბრის შემდეგ კი ამინდი
გაუარესდება.
დასავლეთ საქართველოში 6 სექტემბრიდან
წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ვარაუდით
ტემპერატურა 25 გრადუსამდე დაეცემა.
"5 სექტემბრის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ძირითადად წვიმა და
ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი," - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
მასალის გამოყენების პირობები