საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების
შეტანის ვადა გახანგრძლივდა.
პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა (საგანმანათლებლო
პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) აბიტურიენტებს
შეეძლებათ დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით.
როგორც განათლების სამინისტროში აცხაადებენ, ვადის
გადაწევა აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.
"აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს გააკეთოს
საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების (აკრედიტაციის
მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი," -
განმარტავენ განათლების სამინისტროში.
უწყების ცნობით, პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის
გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება -
ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ.
აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან
სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ცვლილებები აბიტურიენტთა ცნობარში
მასალის გამოყენების პირობები