დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 12 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის
ნახარშით დამწვრობა მიიღო.
სხეულის 40%-იანი დამწვრობით გოგონა თბილისში, დამწვრობის ცენტრშია
მოთავსებული.
"მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობით მოიყვანეს. აქვს ტემპერატურა
და გადის ინტენსიურ მკურნალობას," - განუცხადეს
ქუთაისიპოსტს დამწვრობის ცენტრში.
ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობით მიმდინარე წელს ეს უკვე
მეექვსე პაციენტია, რომელიც დამწვრობის ცენტრში შეიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები