ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მგლებზე ნადირობის უფლება გადაეცა.
მერიის ინფორმაციით, მტაცებელი ცხოველის რაოდენობის რეგულირებასთან
დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ
მიიღო, რაც მგლებმა შინაური ცხოველების რეგულარული განადგურება
დაიწყო.
ხარაგაულის მერიას მგლების განეიტრალების უფლება გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულების
ფარგლებში გადაეცა.
ხელშეკრულების თანახმად, მერიას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 მგლის
მოკვლის უფლება მიენიჭა.
მერიის ინფორმაციით, მონადირეთა ჯგუფის დაკომპლექტება უკვე დაიწყო,
რომელიც მგლებზე სანადიროდ 21 აგვისტოდან გავა.
მასალის გამოყენების პირობები