წყალტუბოში თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის
მშენებლობისთვის 8, 5 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.
მუნიციპალიტეტში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა უკვე
მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტს მუნიციპალური
განვითარების ფონდი ახორციელებს.
''რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებოთ 8.5 მილიონ
ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა შვედეთის საერთაშორისო განვითარების
კოოპერაციის სააგენტოს ((SIDA) გრანტია,''- აცხადებენ
მუნიციპალური განვითარების ფონდში.
მათივე ცნობით, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის
ბიოლოგიურად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში
ჩამდინარე წყალი
გაიფილტრება და მრავალწლიან პრობლემა სრულად
აღმოიფხვრება.
ათეული წლის განმავლობაში, წყალტუბოში ფეკალური მასები მდინარეში
ჩაედინებოდა.
მასალის გამოყენების პირობები