მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტულ ზონებში
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
პროექტის მიხედვით, მოხდება გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოები,
ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და
საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაცია.
პროექტს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" მსოფლიო ბანკის
დაფინანსებით განახორციელებს, რისთვისაც 1 400 000 ლარი
დაიხარჯება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და ერთ წელიწადში
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები