ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინება საქნახშირის
თანმშრომლებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ
გასაჩივრებულია.
სარჩელი ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
შეიტანეს.
"ვასაჩივრებთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის
გამოყენებას", - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის გოჩა ქასრაშვილის
ადვოკატი ამირან ხუციშვილი.
მოსამართლე თემურაზ კაპანაძემ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით
წინასწარი პატიმრობა
8 აგვისტოს შეუფარდა. სასამართლო
პროცესზე დაცვის მხარე თითოეულ ბრალდებულზე გირაოს სახით 5000
ლარის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლემ
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ეს არის რეზონანსული საქმე და ამიტომაც ხდება ამ ადამიანებისთვის
წინასწარი პატიმრობის განსაზღვრა ბრალდების მიერ. ერთ მხარეს არის
კანონი და მეორე მხარეს რეზონანსული საქმე", - განაცხადეს ადვოკატებმა
სასამართლო პროცესზე.
საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, 14:00 საათზე არის
ჩანიშნული.
„საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმე 2018 წლის 15 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა
დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან - 5 წლამდე პატიმრობა
ემუქრებათ.
ამავე თემაზე:
სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა
შეუფარდა
"საქნახშირის" დაკავებული
თანამშრომლების ადვოკატები გირაოს შეფარდებას
მოითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები