ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში სანიაღვრე არხები გაიჭედა, რამაც
მილებიდან წყლის ამოხეთქვა გამოიწვია.
"ნახეთ რა ხდება ტროტუარზე, მილმა წყალი რომ ვერ გაატარა
და თავისთავად ამოხეთქა და ფილაქნები ამოყარა," - ამბობენ
თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებელები.
თამარ მეფის ქუჩა
ააიპ "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ დილით მოსული
უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული სანიღვრე მილების გასაწმენად
შესაბამისი ჯგუფი არის წასული.
"სანიაღვრე მილების გაჭედვის პრობლემა გვაქვს იაშვილის ქუჩაზე და
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში", - ამბობენ ააიპ სპეციალურ
სერვისებში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახლების თუ
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუების სარდაფების
დატბორვის შესახებ შეტყობინება არ შესვლიათ.
მასალის გამოყენების პირობები