ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრები ბოშები ტერიტორიის
მოწესრიგებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ
დასახლებას ყურადღებას არავინ აქცევს.
"აქ წლებია არაფერი გაკეთებულა, არც კანალიზაცია, არც გზის
საფარი და ყველაზე ელემენტარული, საბავშვო ატრაქციონიც კი არ
დაგვიდგეს. ისე გვექცევიან, თითქოს ჩვენ ხალხი არ ვიყოთ", - ამბობენ
ადგილობრივები.
სულხან-საბას ქუჩის მეხუთე შესახვევი ძირითადად ბოშათა დასახლებაა,
სადაც დაახლოებით 25-მდე ოჯახი ცხოვრობს.
ქუთაისის მერიაში ადასტურებენ, რომ დასახლებას არასოდეს ქონია არც
გზის საფარი და არც კანალიზაცია. თუმცა, ირწმუნებიან, რომ მიმდინარე
წელს კალანიზაციის და საბავშვო ატრაქციონის პრობლემები
მოგვარდება.
"ქალაქის მერს ვესაუბრეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
კანალიზაცია გაკეთდება უახლოეს პერიოდში. ეს წყალკანალის
საქმეა, მაგრამ ჩვენ გავუკეთებთ და მივეხმარებით, რადგანაც
ამხელა პრობლემა არის. გზა წელს ვერ ხერხდება, მაგრამ მომავალ
წელს აუცილებლად მოწესრიგდება", - ამბობს ქუთაისის მერიის
წარმომადგნელი სულხან-საბას ტერიტორიულ ერთეულში, გიორგი
მუქერია.
რაც შეეხება საბავშვო ატრაქციონს, მისი თქმით აღნიშნულ საკითხზე
საუბარი ქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც მის მოწყობას
მიმდინარე წელს უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები