საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები
დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი
დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება
შესაბამისი პროცედურები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კანონის თანახმად, დღეიდან პარტიებს უფლება აქვთ, საარჩევნო კამპანია
ოფიციალურად დაიწყონ.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები