ახალი ამბები
დაისჯება თუ არა პირი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას
FaceBook
საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისს გადაწყვეტილება, რაც მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას გულისხმობს,  რიგ აკრძალვებს ტოვებს.

მათ შორის უცვლელი რჩება აკრძალვა მძღოლებისთვის, რომლებიც ავტომანქანას მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მართავენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, გიორგი სანტურიანი განმარტავს, რა შემთხვევაში გააჩერებს პირს პატრულის თანამშრომელი, როგორ მოხდება მისი შემოწმება ნარკოტიკულ ნივთირებაზე და რა პასუხისმგებლობა შეიძლება მას დაეკისროს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის.


- აქვს თუ არა უფლება მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს მართოს ავტომანქანა?

- ეს ჩვეულებრივად ჩაითვლება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევად. იმიტომ, რომ საგზაო მოძრაობის კანონიდან გამომდინარე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების მდგომარეობაში.

- არ აქვს მნიშვნელობა რომელი ნარკოტიკული საშუალებაა გამოყენებული?

-არა. მარიხუანას მარტო ნუ გამოვყოფთ. კანონში არ არის დაკონკრეტებული ერთი ნარკოტიკული საშუალება. საუბარია იმაზე, რომ თუ პირი მანქანას მართავს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, დაექვედებარება სანქციას.

- დოზას არ ექნება მნიშვნელობა?

- არ აქვს მნიშვნელობა. თუ კლინიკურად დასტურდება, რომ არის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, მაშინ დაექვემდებარება სანქციას. ალკოჰოლის შემთხვევაში ეს არის 0,3 პროვილე და ამაზე მეტი თუ აღმოჩნდა სისხლში, ითვლება დარღვევად.

- როგორ მიხვდება პატრულის თანამშრომელი, რომ პირი არის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ?

- პარტულის თანამშრომელი ხომ ყველას არ ამოწმებს? ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეაფასებს და გადაწყვეტს, შეამოწმოს თუ არა.

- შესაძლებელია თუ არა ადგილზე შემოწმება?

- ამის ადგილზე შემოწმება ვერ მოხდება. საჭიროა გადაყვანა და ბიოლოგიური მასალის აღება.

"ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის"116-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.

კიდევ რა შემთხვევაში არ გაქვთ მარიხუანის მოხმარების უფლება, ნახეთ აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.