ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ
პროექტებზე მაესტროსთან ისაუბრა.
გიორგი ჭიღვარიას თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება
სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის ხიდზე.
ხიდი სრულად გაიწმინდება და მასზე 4 ცალი 6 მეტრიანი განათების სვეტი
დამონტაჟდება, რომლებიც ქვისა და ლითონის ელემენტებით იქნება
გაწყობილი.
ქალაქის მერმა ასევე ისაუბრა თეთრ ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე. მისი
თქმით, ხიდის რეაბილიტაცია ტურისტულ სეზონს იმის გამო დაემთხვა, რომ
პროექტირებას და ტენდერის გამოცხადებას დრო სჭირდებოდა.
გიორგი ჭიღვარიამ დაანონსა ცენტრალური ბაღისა და რიონისპირა სახლების
რეაბილიტაციის პროექტები. მისი თქმით, აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში
20-30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
სამაგიეროდ, ქალაქის მერს არ უხსენებია ბალახვნის კიბეების
რეაბილიტაცია, რომლის პროექტი მერიას
ამ დრომდე არ აქვს.
გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან
დაკავშირებით, მომავალ კვირაში იგეგმება მუნიციპალური განვითარების
ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ამავე თემაზე:
ხიდს ვეფხისტყაოსნის დეკორაციებით გააფორმებენ -
რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქცია
იგეგმება
მასალის გამოყენების პირობები