ახალი ამბები
ქუთაისელი საჯარო მოხელის ჰომოფობიური განცხადების გამო მერისგან განმარტებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისელი საჯარო მოხელის მიერ ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადების გავრცელების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე, გია გოქაძე ქალაქის მერს მიმართავს.  გია გოქაძე შოთა მურღულიასგან განმარტების გაკეთებას ითხოვს:

"მივმართავ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ შოთა მურღულიას, რომ გააკეთოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, ეთანხმება თუ არა ქა-ნ მანანა მანგაძის ჰომოფობიურ განცხადებას, რომელიც უკვე პრესის მეშვეობით ცნობილი ხდება ფართო საზოგადოებისათვის.. ბატონი მერი საჯარო მოხელის ამ განცხადების მიუღებლობის შემთხვევაში, აპირებს თუ არა ქა-ნი მანანა მანაგაძის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებას. ამ საკითხის იგნორირების შემთხვევაში, ან ამ ქალბატონის საჯარო სამსახურში დატოვებით, თუ მერის განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ქა-ნ მანანა მანაგაძის განცხადებასთან, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაცხადოთ - ქუთაისის მერი ჰომოფობია. არ დაგავიწყდეთ ბატონო მერო, 2017 წელს ქუთაისი არის რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ -ერთი მასპინძელი ქალაქი", - აცხადებს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილის მანანა მანაგაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადება "ქუთაისიპოსტმა" დღეს გამოაქვეყნა. განცხადება გამოქვეყნდა იმ მიზეზით, რომ მანანა მანაგაძე საჯარო მოხელე გახლავთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.