ახალი ამბები
გახდი მულტიმედია ჟურნალისტი - „ქუთაისიპოსტი“ იწვევს აქტიურ ახალგაზრდებს
FaceBook
საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" (www.kutaisipost.ge) აცხადებს კონკურსს აქტიური ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამაზე.

"ქუთაისიპოსტი" სამთვიან უფასო სტაჟირებაზე იწვევს აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ მულტიმედია ჟურნალისტები და დაინტერესებულნი არიან ახალ მედიაში მუშაობით.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები "ქუთაისიპოსტის" რედაქციაში გაივლიან ტრენინგ კურსს ახალი მედიის წარმოების საკითხებში: შეისწავლიან ახალი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე, "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებთან ერთად იმუშავებენ მულტიმედია პროდუქტის დაგეგვასა და შექმნაზე. შეისწავლიან როგორც ტექსტურ მასალებზე მუშაობას, ასევე, არსებული სტანდარტების მიხედვით, ფოტო-ვიდეო გადაღებას და მონტაჟს.

კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორები მიიღებენ სერთიფიკატს.

გარდა ამისა, სამთვიანი სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ, "ქუთაისიპოსტი" სტაჟიორებისთვის გამოაცხადებს კონკურსს. კონკურსზე სტაჟიორი, ინდივიდუალურად მოამზადებს ვიდეორეპორტაჟს, მის მიერვე შერჩეულ თემატიკაზე.

კონკურსის შედეგად გამოვლინება სამი გამარჯვებული, რომლებიც "ქუთაისიპოსტისგან" მიიღებენ ფასიან პრიზებს, ასევე, მათ შეასაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ "ქუთაისიპოსტში".

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია როგორც ქუთაისში, ასევე, იმერეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ინტერნეტში მასალების მოძიება, სოციალური ქსელები).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, რატომ გსურთ სტაჟირების კურსის გავლა "ქუთაისიპოსტში"

CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში ((Subject) მიუთითოთ  - "სტაჟირების პროგრამა"

განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 10 მარტამდე.

"ქუთაისიპოსტი" თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს

სტაჟირების პროგრამის მიზანია, ახალი კადრების, (რომლებიც შესაძლოა სულაც არ იყვნენ ჟურნალისტები, მაგრამ სამოქალაქოდ აქტიურები პირები იყვნენ) მოძიება და მხარდაჭერა, სტუდენტ-ახალგაზრდებთან აქტიური თანამშრომლობა და მათი ხელშეწყობა.

თუ თქვენ ჯერ არ ხართ ჩვენი მკითხველი, გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელში, მოიწონეთ ჩვენი facebook გვერდი – kutaisipost და გაეცანით ყველა სიახლეს ოპერატიულად

საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
kutaisipost.ge-ზე შეგიძლიათ იხილოთ ახალი ამბები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონიდან, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერვიუ, ბლოგები და ბევრი სხვა, მრავალფეროვანი რუბრიკები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.