ქუთაისის მერიამ სასტუმროს მომსახურებისთვის 10 000 ლარად შეფასებული
ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა, ქუთაისის
მერიის მიერ მოწვეული სტუმრების სასტუმრო მომსახურება, ხელშეკრულების
დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა
უზრუნველყოს.
ამასთანავე, სასტუმრო ქალაქის I და II ზონაში უნდა მდებარეობდეს,
შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ჰქონდეს 24 საათიანი
მომსახურება ნომრებში და რესტორნის ტიპის სასადილო ოთახი.
თითოეული ოთახი აღჭურვილი იყოს კონდენციონერით (ან გათბობა-გაგრილების
სისტემით), ტელევიზორით, უფასო WI – FI-ით.
„მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმროში კვება (საუზმე),
ამასთან მისაწოდებელი კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით
უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და იყოს საკვებად ვარგისი,
ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით," -
აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სახელმწიფო შესყიდვა (NAT180009980) 2018 წლის 29 ივნისს
გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და ორ
დღეში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები