2018 წლის მასწავლებელთა გამოცდები ზაფხულში ჩატარდება.
გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების ერთ–ერთ მთავარ კითხვას
წარმოადგენს შემდეგი: "პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე ქულის რა
ბარიერი უნდა გადავლახო რომ სერტიფიკატი ავიღო?"
დღეს არსებული მოცემულობით, რომელიც მიმდინარე ზლის ზაფხულის
გამოცდებზე ვრცელდება
არამოქმედი პედაგოგის შემთხვევაში: ქულათა 61% და მეტი უნდა
დააგროვოთ, რომ 10 კრედიტი მიიღოთ და ჩაგეთვალოთ ჩაბარებულად.
მოქმედი პედაგოგის შემთხვევაში: 1 კრედიტის მოპოვება შეგეძლებათ
ქულათა 31- 41%–ით; 4 კრედიტი – 41-51%; 7 კრედიტი – 51-61%; 10
კრედიტი – 61% დამეტი.
რაც შეეხება პრაქტიკოსი, ანუ მოქმედი მასწავლებლებისთვის მისაღებ
ქულებს საგნების მიხედვით და ამ ქულების შესაბამისად კრედიტების
მოპოვების შესახებ ინფორმაციას, საგნების მიხედვით ესეც
გაწერილია:
პროცენტების გადანაწილება ქულებში საგნების მიხედვით – 1 კრედიტის
მოპოვებისთვის
31%–დან – 41%–მდე
1.ქართული ენა და ლიტერატურა – 22-28
2.მათემატიკა – 16-20
3.გეოგრაფია – 18-23
4.ბიოლოგია – 20-25
5.ქიმია – 22-28
6.ფიზიკა – 22–28
7.ისტორია – 19–24
8.სამოქალაქო განათლება – 19–24
9.უცხოური ენები – 28–36
ვრცლად
ნახეთ აქ.
წყარო: edu.aris.ge
მასალის გამოყენების პირობები