ქუთაისში, "მწვანე ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ისტორიულ პანოსთან
დაგეგმილ მშენებლობას, სკულპტურის ავტორის ოჯახი აპროტესტებს.
პანოს შემსრულებლის მეუღლემ დღეს საკრებულოს სხდომაზე, საკითხზე
სასაუბროდ დრო მოითხოვა.
"მოგმართავთ თხოვნით, რომ იქ ნუ ააშენებთ რამეს. თუ ასე
აუცილებელია, მაშინ დამეხმარეთ, რომ პანო გადავიტანო სხვაგან. ნუ
დაფარავთ ჩვენს საამაყო პანოს", - განაცხადა სხდომის დასრულების
შემდეგ სვეტა ნებიერიძემ.
პანოს ავტორის მეუღლეს მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ უპასუხა. მისი
თქმით, მშენებლობა პანოს არ დაფარავს.
"მინდა გითხრათ, რომ არც ძველი პროექტი ფარავდა პანოს, მაგრამ ახალი
ვერსია კულტრული მემკვიდრეობის სააგენტოშია გაგზავნილი და ველოდებით
მათგან რეკომენდაციებს", - განაცხადა იუზა უგულავამ.
"მწავნე ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარს ბაზრის
ადმინისტრაცია აწყობს.
შპს "ფარს" პანოს ტერიტორიაზე 250 კვ.მ. ფართი 15 წლიანი იჯარით
2017 წლის აგვისტოში გადაეცა.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ადგილზე ერთსართულიანი, მსუბუქი
კონსტრუქცია უნდა აშენდეს, სადაც ღია კაფე განთავსდება.
ამასთანავე, "გვირაბი 95"-ის ამოსასვლელთან არსებულ ტროტუარზე "ფარმა"
პავილიონი უნდა გააკეთოს.
შპს "ფარს" მოგვიანებით ქუთაისის საკრებულომ დამატებით 25კვ.მ
გამოუყო, რაც საკრებულოს ოპოზიციამ გააპროტესტა.
აღმასრულებელმა მაშინ თქვა, რომ სინამდვილეში ტერიტორიის დამატება არ
მომხდარა და შპს-ს ტერიტორიის ნახაზი არასწორად ჰქონდა წარმოდგენილი,
რაც გასწორდა.
ამავე თემაზე:
შპს "ფარს" ღია კაფის მოსაწყობად ფართი 25-ის ნაცვლად
15 წლიანი იჯარით გადაეცა
ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან ღია კაფე
აშენდება
მასალის გამოყენების პირობები