ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი გოგონას დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად
იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში,სავაჭრო ცენტრ ,ბავშვთა
სამყაროსთან" მოხდა.
"ტროტუარზე ვიდექით, ზებრაზე უნდა გადავსულიყავით. ამ დროს დიდი
სიჩქარით მომავალი მანქანა ტროტუარზე ამოვარდა და გოგონას დაეტაკა," -
ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
როგორც ცნობილია, დაშავებული უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ადგილზე
ელოდებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
მასალის გამოყენების პირობები