ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კოროხნალის მაღაროში
სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად მუშა დაშავდა. შემთხვევა 20 მაისს
მოხდა.
დაშავებული მაღაროელის, 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძის ჯანმრთელობის
მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დეკანოიძე ქუთაისის ცენტრალურ
საავადმყოფი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს თავის ტრავმა
აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.
ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი აპარატიდან
მოხსნეს და კონტაქტურია. პაციენტს რიგი კვლვები ესაჭიროება, რის
შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ექიმებს დეტალურად
საუბარი შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები