დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ.
სინოპტიკოსების ცნობით, 21 მაისიდან 26 მაისამდე იმერეთის რეგიონში
უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 14- დან 19
გრადუსამდე იქნება. ხოლო დღისით 26 გრადუსია ნავარაუდევი.
"შედარებით მზიან ამინდებს დასავლეთ საქართველოში 23-24 მაისს უნდა
ველოდოთ. თუმცა, არამდგრადი ამინდები მთელი კვირის მანძილზე
გაგრძელდება," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, სტაბილურ და თბილ ამინდს დასავლეთ საქართველოში
სავარაუდოდ, 26 მაისიდან უნდა ველოდეთ.
მასალის გამოყენების პირობები