სურსათის სააგენტომ თურქეთის რამდენიმე საწარმოდან ფრინველის
ხორცის იმპორტი აკრძალა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ვეტერინარულ კონტროლს
დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის შეჩერების შესახებ გამოქვეყნდა
ბრძანებულება, 2018 წლის 18 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე
თურქეთიდან ფრინველის ხორცის იმპორტის აკრძალვის შესახებ.
როგორც ბრძანებაში წერია, თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან -
Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret Ltd
Sti” (Doganci Mah Mudurnu Yolu 7, Bolu, Turkey TR 14-0022)
იმპორტირებული ფრინველის ხორცში, (0207 სასაქონლო პოზიცია) 1 წლის
განმავლობაში სალმონელას (სალმონელლა) ორჯერ აღმოჩენის გამო, 1 წლის
ვადით შეჩერდეს ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი.
"ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 18 მაისიდან. ბრძანება შეიძლება
გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა
კოლეგიაში"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე
გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
წყარო: commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები