2023 წელს საქართველო მსოფლიო თხილამურებით და სნოუბორდით სრიალს
უმასპინძლებს, რაც გაზრდის ტურიზმის დინამიკას.
მისივე თქმით, ხდება საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე
დამკვიდრება.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი
კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო აღნიშნული
მიმართულებით უმაღლეს ლიგაში გადადის.
"საქართველო 2023 წელს ხდება მასპინძელი თხილამურებით და სნოუბორდით
მსოფლიო სრიალში. ეს არის საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმისა
და ზამთრის ტურიზმის რუკაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში
გადასვლა. ეს არ არის მხოლოდ 2023 წელი, ეს იწყება დღეიდან, რადგან ეს
ნიშნავს დღეიდან გაზრდილ ინვესტიციას, ეს არის საყოველთაო სახალხო
ჩართულობა ზამთრის სპორტის სახეობაში. ეს არის ტურიზმის კიდევ უფრო
მზარდი და მაღალი დინამიკა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები