თუ გამოცდები მოგიახლოვდათ და მოტივაციის წყაროს ეძებთ, გირჩევთ
შესვენებისას ეს ფილმები ნახოთ.
მათი გმირები სწავლის სურვილს გაგიღვიძებენ და ახალი ენერგიით
აგავსებენ.
1.თავისუფლების მწერლები/ Freedom Writters
ესაა ფილმი არამხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც.
სიუჟეტი მაყურებელში აღვიძებს სწავლისა თუ სწავლების დაუოკებელ
სურვილს, თვალწინ გადაგიშლით თქვენს მიზნებს და გეხმარებათ მათკენ
ნაბიჯების გადადგმაში.
2. კარგი ბიჭი უილ ჰანთინგი/ Good Will
Hunting
თინეიჯერი ბიჭი მოულოდნელად საკუთარ თავში მათემატიკისა და ქიმიის
ნიჭს აღმოაჩენს. ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვითა და დაუღალავი
შრომით ის დიდ წარმატებას აღწევს.
3. მკვდარი პოეტების საზოგადოება/ Dead Poet’s Society
არაორდინალური პედაგოგი, უჩვეულო მეთოდებით სტუდენტებს სწავლის
სურვილს და ახლის შექმნის მოტივაციას უღვივებს.
4. გაუძლო და მიაღწიო / Stand and Deliver
იდეალისტი მათემატიკის მასწავლებლის რთული მეთოდებით სწავლა
სტუდენტების მხრიდან დიდ ძალისხმევასა და გაძლებას მოითხოვს, თუმცა ეს
ის შემთხვევაა, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და
კურსდამთავრებულები საწადელს აღწევენ.
5. ქერათთმიანი ადვოკატი/ Legally Blonde
ქერა ლამაზმანი ჰარვარდში აბარებს და წარმოდგენა არ აქვს, თუ რამდენი
სირთულე ელოდება წინ, თუმცა მონდომებით, დაუღალავი შრომითა და ბრძოლით
ის მწვერვალებისკენ მიიწევს.
6. დიდი მოკამათეები / The Great Debaters
ჰარვარდის გენიოსთა კლუბს პატარა კოლეჯის გუნდი უპირისპირდება. ერთი
შეხედვით, ეს უკანასკნელნი განადგურებისთვის არიან განწირულნი, თუმცა
არც პედაგოგი და არც სტუდენტები დამარცხებას არ შეეგუებიან.
7. რუდი / RUDYშენ შეგიძლია მიაღწიო ნებისმიერ მიზანს,
მაშინაც კი თუ ირგვლივ არავის ჯერა შენი. ეს ამ ფილმის მთავარი
იდეაა.
8. დამეყრდენი / Lean on Me
დირექტორი ჯო კლარკი (მორგან ფრიმანი) აღმოსავლეთის განადგურების
პირას მყოფ სკოლაში გადადის, სადაც მოსწავლეებს ტანსაცმელი – ბანდის
ნიშნებით, კედლები კი გრაფიტით აქვთ გაფორმებული. დირექტორი
გადაწყვეტს გააკეთოს ყველაფერი, რომ სკოლა ფეხზე დააყენოს. გარიცხავს
ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, კარს საკეტით ჩაკეტავს, მოსწავლეებისგან,
სტუდენტებისგან და მშობლებისგან კი, მცდელობას და შედეგს
მოითხოვს.
9. უხილავი მხარე/ The Blind Side
რეალურ ისტორიაზე დაფუძნელი ფილმი შეგვახსენებს საკუთარ ოცნებებს და
გვასწავლის, როგორ ვსდიოთ მათ და როგორ ვაქციოთ ისინი ჯერ მიზნებად,
შემდეგ კი რეალობად.
10. ქაღალდის დევნა /The Paper Chase
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი სადიპლომოზე მუშაობს და ცდილობს
შთაბეჭდილება მოახდინოს პროფესორ კინგ სფილდზე. აღმოჩნდება, რომ
მისიშეყვარებული პროფესორის ქალიშვილია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები