პარლამენტმა გივი ჭიჭინაძეს დეპუტატის მანდატი მიანიჭა.
დეპუტატებმა ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად 87 ხმით არც ერთის
წინააღმდეგ სცნო.
გივი ჭიჭინაძემ პარლამენტის მანდატი 2018 წლის 28 აპრილის ვანისა და
ხონის
შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების"
სახელით მოიპოვა.
საპარლამენტო საქმიანობას იგი დღეიდან შეუდგება.
გივი ჭიჭინაძე 2015 წლიდან, დეპუტატად არჩევამდე,
იმერეთის გუბერნატორი იყო.
სამხარეო ადმინისტრაციის ამ დრომდე ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ
დალაქიშვილი ხელმძღვანელობს.
გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახალი გუბერნატორის
წარდგენა ამ კვირაში არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები