ქუთაისში, კაფეში, სადაც
უკვე 1 მაისიდან აკრძალულია სიგარეტის მოწევა,
თამბაქოს მოხმარებისთვის სამი პირი დააკავეს.
დახურულ სივრცეში სიგარეტის
მოხმარება მოქალაქეებს თავდაპირველად
კაფეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა
აუკრძალეს.
გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეებმა კაფეში მოწევა განაგრძეს, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
"რადგან მოქალაქეები არ
დაემორჩილენ არც წესებს და
არც მოწოდებას, საქმეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ერთი მოქალაქე ადგილზე
დაჯარიმდა, ორი კი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკვეს",
- განუმარტეს "ქუთაისიპოსტს" საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში.
უწყები ინფორმაციით, დაუმორჩილებელი მოქალაქეები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით
(წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა)
გასამართლდებიან.
2018 წლის 1 მაისიდან სხვადასხვა ტიპის შენობებში მოწევა აიკრძალა.
კანონის მიხედვით, თამბაქოს მომხმარებლებს მოწევა ეკრძალებათ
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი,
სახურავი ან ჭერი.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის),
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო
დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების,
მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18
წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების
შენობა-ნაგებობებში.
ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების
შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების,
აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
მოწევა მხოლოდ შესაძლებელი იქნება ფიზიკური პირის საცხოვრებელ
ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ
დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს
განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი, წინასწარი დაკავების იზოლატორში,
კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ
სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად
გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დამრღვევი პირველ ეტაპზე 500,
ხოლოდ განმეორებით შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება.
ამავე თემაზე:
თამბაქოს მოწევაზე კონტროლი მკაცრდება - ვინ
დააჯარიმებს კანონდამრღვევს
მასალის გამოყენების პირობები