სიცოცხლე საჩუქარია! არა აბორტს! -ამ სლოგანით გაიმართა აბორტის
წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია ქუთაისში.
აქციის მონაწილეები "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონიდან 139-ე და
140-ე მუხლების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც ორსულს უფლებას აძლევს 12
კვირამდე ნაყოფი მოიშოროს.
"მეცნირულად დადასტურებულია, რომ ნაყოფს თავიდანვე აქვს თითის
ანაბეჭდი და სისხილის ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ცოცხალი
ორგანიზმი. ამიტომ, აბორტი ეს არის ძალადობა. მოვითხოვთ, შემუშავებული
იყოს საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ", - ამბობს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინერ ჯორჯიას" მეთოდიტი, ნინო ჟღენტი.
აქციაზე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს.
"ინერ ჯორჯიას" აბორტის წინააღმდეგ მიმართულ აქციას ყოველწლიურად
მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აბორტი წელს
მეექვსედ გააპროტესტეს.
მასალის გამოყენების პირობები