პარლამენტის თავმჯდომარე პლენარული სხდომების გაცდენა-დაგვიანებასთან
დაკავშირებით ნორმების გამკაცრების თაობაზე ინიცირებული პროექტის
დროულად მიღების საჭიროებას ხედავს.
"სამწუხაროდ, დასწრებასთან და დაგვიანებასთან დაკავშირებით ვითარება
დადებითისკენ დიდად არ შეცვლილა. შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია
მომავალი სესიიდან მსვლელობა მივცეთ პროექტს, რომელიც ინიცირებულია და
რომელიც მიზნად ისახავს ამ პრობლემის მოგვარებას საქართველოს
პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის
გახსნისას.
დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა დაახლოებით ერთი საათის
დაგვიანებით, განმეორებით ჩატარებული რეგისტრაციის შემდეგ გაიხნა.
მიზეზი კვლავ კვორუმის პრობლემა იყო.
წყარო:
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები