ქუთაისში, 2 მაისობის იგივე "გვირილობის" დღესასწაულს
აღნიშნავენ.
ამ დღესთან დაკავშირებით და
2- და 3 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებია
დაგეგმილი. ქალაქში მთავრობის პირველ პირებს და უცხოელ დელეგაციას
ელოდებიან.
ქუთაისში "გვირილობის" აღნიშნვნა გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა
ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.
გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ
ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში
ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.
თუმცა, "ქუთაისქალაქობის" დღესასწაულის აღსანიშნავად 2 მაისობასთან
გაიგივებულ "გვირილობას" სხვა ტრადიცია აქვს და მისი დაარსების იდეა
ქუთაისს არ უკავშირდება.
ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის,
ტუბერკულოზის დღეს.
"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად
კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს.
ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს
ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და
შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.
აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და
ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
ამავე თემაზე:
რა ღონისძიებები გაიმართება 2 მაისს - გვირილობის
პროგრამა
შეამოწმე რა იცი "გვირილობის" აღნიშვნის
შესახებ
ქუთაისში ორმაისობას ჯგუფი "ფრანი" და "33 ა"
იმღერებს
"გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და
დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულებს"
ქუთაისის მერიის წინ, გადასასვლელებზე გვირილები
დახატეს (ფოტო)
15 000 ლარი ორმაისობის კონცერტისთვის - ქუთაისის
მერიამ ტენდერი გამოაცხადა
2 მაისს ქუთაისში ქუჩები გადაიკეტება - ტრანსპორტი
შეცვლილი მიმართულებით
იმოძრავებს
მასალის გამოყენების პირობები