ქუთაისში, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გალა კონცერტი
გაიმართება.
ქალაქობის დღესასწაული „ორმაისობა“-ს ფარგლებში, ცენტრალურ მოედანზე
გასამართი გალა-კონცერტისთვის საკონცერტო სცენით, გახმოვანების
აპარატურით და სასცენო განათებით მოსაწყობად ქუთაისის მერია 27 მარტს
15 000 ლარი ღირებულების ტენდერი (NAT180004951) გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „მიმწოდებელი“ ვალდებულია
უზრუნველყოს ქალაქობის დღესასწაული „ორმაისობა“-ს ფარგლებში, ქალაქ
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის რომლის
ხანგრძლივობა არანაკლებ 90 წუთი იქნება საკონცერტო სცენით,
გახმოვანების აპარატურით და სასცენო განათებით.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სცენის,
გახმოვანების აპარატურის და სასცენო განათების მონტაჟი
„შემსყიდველი“-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების
შემდეგ კი მოახდინოს სცენისა დემონტაჟი. ორმაისობის
კონცერტისთვის სცენის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში წინადადების
მიღების ვადა 10 აპრილს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები