არასამთავრობო
ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვანსა და
ხონში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.
მათი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი
დარღვევა გადასატან ყუთს უკავშირდება. კერძოდ, 31
საარჩევნო უბნიდან 25 უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით
შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% - იანი ზღვარის
გადამეტება განაპირობა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო
ცვლილება აუცილებელია. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე
ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდენენ უბნებზე
მისული ამომრჩევლის აღრიცხვას.
საიას შეფასებით, ეს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი კონტროლია, რაც
საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების
განსაზღვრას. ასევე, საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი
შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე
იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები.
დაფიქსირდა ერთი ინციდენტი ხონის #5 საარევნო უბანთან როდესაც
ერთმანეთს ,,ევროპული საქართველოსა" და ქართული ოცნების მხარდამჭერები
დაუპირისპირდნენ.
ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2018 წლის 28
აპრილს გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცამებით, 57.86%–ით
"ქართული ოცნების" კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.
ჭიჭინაძეს თანაგუნდელები გამარჯვებას უკვე ულოცავენ.
ხმების 38.38% მიიღო "ევროპული საქართელოს" კანდიდატმა, გიგი
უგულავამ.
1.61% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვასილ კოპალიანმა,
ხმების 1.47% მიიღო "ახალი ქრისტიან–დემოკრატების" კანდიდატმა მამუკა
ტუსკაძემ, პარტია "საქართველოს" კანდიდატმა, გორგი ლილუაშვილმა ხმების
0.46% მიიღო, ხოლო "ტრადიციონალისტების" კანდიდატმა, ზურაბ
ქართველიშვილმა 0.22%.
მასალის გამოყენების პირობები