ქუთაისში თეთრ ხიდზე რეაბილიტაციის შემდეგ ქალაქის შესახებ ისტორიული
წარწერები ამოიტვიფრება.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტის" ოფისში
გამართულ დისკუსიაზე ქუთაისის მერიის
არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა,
არქიტექტორმა, ზაზა ჩხიკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხიდის საფარი 6 მილიმენტრიანი ლითონის ფირფიტებით
მოეწყობა, რომელზეც ქართული ორნამენტები მოიხატება. ასევე ხიდის
საფარზე დაკრულ ფირფიტებზე დაიწერება ცისფერყანწელთა ცნობილი
გამონათქვამები და ქუთაისზე არსებული მნიშველოვანი ისტორიული
მოვლენები.
ზაზა ჩხიკვაძეს ინფორმაციითვე, ფირფიტებზე შესაძებელი იქნება დაიწეროს
ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რომელიც ქუთაისში თანამედროვე
რეალობაში მოხდება.
თეთრ ხიდზე რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დამაგრდება 52 ათასი
მოქლონი და განთავსდება ელექტრონული ტაბლო, რომელზეც ხიდის ისტორიაზე
ვიდეორგოლი იტრიალებს.
"ვიზუალური ეფექტების გარდა, ამ ხიდზე მოწყობილი საფარი იქნება ძალიან
გამძლე," - განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.
ქუთაისის მერიამ, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის განმეორებითი ტენდერი
(NAT180005534), საზოგადოების მიერ
დაწუნებულ პროექტზე გამოაცხადა. სატენდერო
დოკუმენტაციის პირობები იგივეა. არ შეცვლილა არც სამუშაოების
ღირებულება და არც პროექტი. მათ შესრულებაში ადგილობრივი
თვითმმართველობა კვლავ 444 966 ლარს დახარჯავს.
თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი , რომელიც მერიამ მიმდინარე წლის
9 მარტს გამოაცხადა, პრეტენდენტების არარასებობის
გამო ჩაიშალა.
ხიდის პროექტი საზოგადოების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. უმრავლესობას
ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა არ მოეწონა.
ხიდის რეაბილიტაციის პროექტი, რომლისთვისაც ქუთაისის მერია ნახევარ
მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, საზოგადოების ჩართულობის გარეშე
შემუშავდა.
მას შემდეგ, რაც ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო ჩაიშალა,
საზოგადოება იმედოვნებდა, რომ პროექტი შეიცვლებოდა, თუმცა, ქუთაისის
მერია ხიდის ვიზუალთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის.
ამავე
თემაზე:
"წლების შემდეგ ხიდის რეაბილიტაციის პროექტი პირველად
შეთანხმდა" - დისკუსია
როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)
"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი
კრიტიკაზე
"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ
საზოგადოებას" - ოპოზიცია
მასალის გამოყენების პირობები