ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა
უეცრად გაუარესდა.
"კაცი ბაღში სკამზე იჯდა და უცებ გარდაიცვალა," - ამბობენ
თვითმხილველები.
მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების მისვლამდე მას პირველადი
სამედიცინო დახმარება იქვე მყოფებმა გაუწიეს. თუმცა, შემთხვევა მაინც
ფატალურად დასრულდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს,
მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა და ის ბუნებრივი
სიკვდილითაა გარდაცვლილი, რის გამოც, გამოძიება არ დაწყებულა.
მასალის გამოყენების პირობები