ტყიბულის მერის, თეიმურაზ ჩუბინიძის განმარტებით, უსაფრთხოების კუთხით
შახტში ვითარება გამოსასწორებელია.
,,ბოლო ორი წლის მანძილზე სერიოზული ტრაგედიები დატრიალდა ჩვენს
ქალაქში. კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო - ეს იმაზე
მიუთითებს, რომ რაღაც შესაცვლელია კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და
დისციპლინის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბევრს
აკეთებს სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ამ ეტაპისათვის რაც
შეიძლებოდა ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი არ
არის იმ დონეზე, რასაც შრომის უსაფრთხოება მოითხოვს და რასაც
სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მოითხოვს, როგორც ჩანს, რაღაც
თემები კიდევ არის დასალაგებელი და დასაზუსტებელი ", - ეს
განცხადება ტყიბულის მერმა, დღეს, 12 აპრილს შახტში დაღუპული
გიორგი რაფავას დაკრძალვაზე გააკეთა.
გოგი რაფავას ცხედარს სამ საათზე წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
სამძიმარზე მოვიდა კომპანიის ხელმძღვანელობა. თუმცა, მათ მედიასთან
კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
ტყიბულში ხუთ აპრილს დაღუპული ხუთი მეშახტე
10 აპრილს დაკრძალეს.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს. კომპანიის წარმომადგენლები მომხდარის სავარაუდო
მიზეზად, სამთო დარტყმას ასახელებენ, რამაც მათი განმარტებით, ჰაერის
მძლავრი ნაკადი წარმოქმნა.
თუმცა, განსხვავებული, პირველადი დასკვნა დადო შრომის ინსპეციამ,
რომლის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და ტერიტორია
შეისწავლეს.
" პირველად დასკვნა იყო ის, რომ უბედური შემთხვევა არ იყო სამთო
დარტყმით გამოწვეული. თუმცა, ახლა რამდენიმე წუთში განმეორებითი
შემოწმებისთვის ჯგუფი კვლავ უნდა ჩავიდეს შემთხვევის ადგილზე. სწორედ
ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი," - აცხადებს შრომის ინსპექტირების
წარმომადგენელი, ელზა ჯგერნაია. მისი თქმით, 5 აპრილს ინსპექტირების
წარმომადგენლებმა შემთვევის ადგილზე მიახლოება მხოლოდ 20 მეტრის
დაშორებით შეძლეს.
მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი
დაობლდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018
წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე:
ტყიბულში
მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ
მინდელის
შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ
ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ
მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა
რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის
შახტებზე
შვილები
ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან
ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)
კანონი,
რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს
5
აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა
შახტის
12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
(ინფოგრაფიკა)
სანქციები,
რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო
დაეკისრა
ტყიბულის
შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის
შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ
ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების
დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული
მასალის გამოყენების პირობები