ტყიბულში, 5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ, გოგი რაფავას
დღეს დაკრძლავენ.
მასთან ერთად დაღუპული ხუთი მეშახტე კი,
10 აპრილს დაკრძალეს.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
"საქნახშირი" მართავს. კომპანიის წარმომადგენლები
მომხდარის სავარაუდო მიზეზად, სამთო დარტყმას ასახელებენ, რამაც
მათი განმარტებით, ჰაერის მძლავრი ნაკადი წარმოქმნა.
თუმცა, განსხვავებული, პირველადი დასკვნა დადო შრომის ინსპეციამ,
რომლის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და ტერიტორია
შეისწავლეს.
" პირველად დასკვნა იყო ის, რომ უბედური შემთხვევა არ იყო სამთო
დარტყმით გამოწვეული. თუმცა, ახლა რამდენიმე წუთში განმეორებითი
შემოწმებისთვის ჯგუფი კვლავ უნდა ჩავიდეს შემთხვევის ადგილზე. სწორედ
ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი," - აცხადებს შრომის ინსპექტირების
წარმომადგენელი, ელზა ჯგერნაია. მისი თქმით, 5 აპრილს ინსპექტირების
წარმომადგენლებმა შემთვევის ადგილზე მიახლოება მხოლოდ 20 მეტრის
დაშორებით შეძლეს.
მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი
დაობლდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018
წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები